ალექსი პეტრიაშვილი სამუშო ვიზიტით დანიაში გაემგზავრა

ალექსი პეტრიაშვილი სამუშო ვიზიტით დანიაში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილისს სამუშაო ვიზიტი დანიის სამეფოში დღეიდან იწყება. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ვილი სოვნდალთან, პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან და თავდაცვის სამინისტროს მუდმივი მდივნის მოადგილე კრისტიან ფიშერთან.

ასევე, იგეგმება ალექსი პეტრიაშვილის ლექცია არასამთავრობო ორგანიზაციაში "დანიური საგარეო პოლიტიკის საზოგადოება" და ინტერვიუ ადგილობრივ მედიასთან.