გრიგორი კარასინი: მე და ზურაბ აბაძიძე დსთ-ს თემას არ ვეხებით

გრიგორი კარასინი: მე და ზურაბ აბაძიძე დსთ-ს თემას არ ვეხებით

"დსთ-ზე საუბარი ჯერ ნაადრევია საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ამ თემას მოლაპარაკებებზე არ ვეხებით", _ განაცხადა "როსიისკაია გაზეტასთან" საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

მისივე თქმით, მასა და ზურაბ აბაშიძეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთი და საქართველო იმ ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ რომელიც ორ ქვეყანას აქვს.
"შეგნებულად არ გამოგვაქვს ფრჩხილებს გარეთ მწვავე პრობლემები, რომლებიც 2008 წლის მოვლენებთან არის დაკავშირებული. ვაღიარებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები მაგრამ შეუძლებელია შევეგუოთ ამ არანორმალურ სიტუაციას ორმხრივ ურთიერთობებში", _ აცხადებს კარასინი.

მისივე თქმით, იგეგმება ვაჭრობის განვითარება, სატრანსპორტო კავშირები და რუსეთს სხვა და სხვა ქალაქებიდან საქართველოში ფრენების არა ჩარტერულ არამედ რეგულარულ საფუძველზე ფრენების განხორციელება.

"გუშინ გაიმართა მოლაპარაკებები ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შესახებ. მოლაპარაკებებმა ნორმალურად ჩაიარა ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ ხელი შევუწოთ წინსვლას იქ სადაც ეს შესაძლებელია.

თუმცა დავიწყება მწვავე შიდაპოლიტიკური ბრძოლისა ამ საკითხებზე რომელის საქართველოში მიმდინარეობს შეუძლებელია. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დაჯგუფება ღიად უწოდებს რუსეთს ნომერ პირველ მტერს და პარტნიორობის დავიწყების მოწოდებებით გამოდის. ამის მიუხედავად ჩვენ დელიკატურად ვაგრძელებთ თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიებას", _ აცხადებს კარასინი.