პოლიტიკური დებატები პარლამენტში

პოლიტიკური დებატები პარლამენტში

დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური დებატები გაიმართება. დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის მითითების ამოღებას ითვალისწინებს. დებატები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის დღის წესრიგს, ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დაზუსტდება, თუ რა ფორმატით წარიმართება 8 თებერვლის სხდომაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
პარასკევს სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე დასწრებას მთავრობა არ აპირებს.

დავით უსუფაშვილი მზადაა, პარლამენტში გამართულ დღევანდელ დებატებზე მისთვის განკუთვნილი ბოლო 15 წუთი განმარტებისთვის უმცირესობის იმ დეპუტატებს დაუთმოს, ვიზეც ერეთწოდებული ზეწოლა განხორციელდა, რადგან ღიად დააფიქსირონ მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

ასევე გადაცემა "პოზიციაში" პარლამენტის თავმჯდომარეს უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ უპასუხა და კონკრეტული გვარები დაასახელა, ვისზეც უმრავლესობის მხრიდან ზეწოლა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოსაპოვებლად განხორციელდა.