ფინანსთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს

ფინანსთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს

დღეს, 6 თებერვალს, 12 საათზე, ფინანსთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, მინისტრი ნოდარ ხადური გამართავს პრესკონფერენციას, რომელზედაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრი აშშ-ში სამუშო ვიზიტით მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავასთან ერთად იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნოდარ ხადურმა შეხვედრები გამართა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ასევე მსოფლიო ბანკში.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აშშ-სა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს სამომავლო პერსპექტივები თანამშრომლობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა აშშ-ში ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა ასევე „ოპიკში" (OPIC), ამერიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკში.
მასალის გამოყენების პირობები