ირაკლი ღარიბაშვილი:

ირაკლი ღარიბაშვილი: "ე.წ. "ჩანერგილების" საქმის გამოძიება შს სამინისტროსთვის აქტუალური არ არის"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. "ჩანერგილების" საქმის გამოძიება შს სამინისტროსთვის აქტუალური არ არის.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "პოზიციაში" კოალიციაში შემავალ პარტიებში ე.წ. "ჩანერგილების" საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ის, რომ შეიძლება, ამა თუ იმ პარტიას ჰყავდეს ჩანერგილი სხვა პარტიაში, ვფიქრობ, ნორმალურია. ასე ვთქვათ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური შპიონაჟია. თუ ჩვენ საქმე გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩანერგილ "აგენტებზე" ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებში, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია და კანონით დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, არ ვიცი, რა უნდა გავარკვიო. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის აქტუალური საკითხი არ არის. ჩვენ ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს შესასწავლი და გამოსაძიებელი. არამგონია, მანდ რაიმე იყოს გამოსაძიები. მე მინდა, უბრალოდ ვთქვა, რომ როდესაც საუბარია აგენტებზე, ადამიანების პირად ცხოვრებაზე, ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების სტილი, ეს იყო ჩვენი წინამორბედების სტილი", - განაცხადა რარიბაშვილმა.