ერიკ რუბინი:

ერიკ რუბინი: "საქართველოსა და რუსეთის ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკ რუბინის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია.

ამის შესახებ რუბინმა ვაშინბგტონში, "ამერიქალ" უნივერსიტეტში განაცხადა.

"მეზობლებთან კარგი ურთიერთობა საქართველოს ინტერესებში შედის. ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოშია. მას ისტორიულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა დიდ მეზობელთან, რასაც ჩვენ მივესალმებით, თუმცა ეს ამჟამად იოლი მისაღწევი არ არის. გვჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაახლოება დადებითი პროცესია. უკვე დავინახეთ რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი, მათ შორის გასულ წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ფარგლებში გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაცია უნდა მოხდეს. იმედი გვაქვს, მიმდინარე წელს შვეიცარიის ზედამხედველობით შეთანხმება განხორციელდება. გვესმის, რომ საქართველოს აქვს მწვავე პრობლემები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავრწმუნდეთ, რომ სხვა ქვეყნებსაც კარგად ესმით გაერო-ს პრინციპები საზღვრების ცნობასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ საქართველოს ჰქონდეს საშუალება ევროინტეგრაციის გზაზე იაროს", - აღნიშნა რუბინმა.