საჯარო სამსახურში ყოფნის ან მიღების ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრება

საჯარო სამსახურში ყოფნის ან მიღების ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრება

შტატგარეშე მოსამსახურეების გარდა, საჯარო სამსახურში ყოფნის, ან მიღების ასაკობრივი ცენზი 65 წლით განისაზღვრება. 

შესაბამისი ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა მოამზადა.

როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, ცვლილებების მომზადების მიზეზია ის, რომ კანონის 50-ე მუხლი არ იძლევა საჯარო სამსახურში შტატგარეშედ 65 წლის ასაკიდან გამოცდილი და კვალიფიციური კადრების მიღების შესაძლებლობას.

შესაბამისად, კანონში დამატება შედის, რომლის მიხედვით, სამსახურში ყოფნის, ან მიღების ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრება, ხოლო მოსამსახურე პენსიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორი დავით ონოფრიშვილი საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.