დავით ბაქრაძე მარიკა ვერულაშვილის გადაწყვეტილებას უმრავლესობის მუქარას უკავშირებს

დავით ბაქრაძე მარიკა ვერულაშვილის გადაწყვეტილებას უმრავლესობის მუქარას უკავშირებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უმცირესობის დატოვებასთან დაკავშირებით მარიკა ვერულაშვილის გადაწყვეტილებას უმრავლესობის მუქარას უკავშირებს. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენიმე დღეა უმრავლესობის წევრების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ეს კვირა გადამწყვეტია და ყველა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა დაამტკიცოს და გამოხატოს პოზიცია, რადგან ამ გამოხატვაზეა მათი პოლიტიკური მომავალი დამოკიდებული და ისიც, თუ როგორ შეძლებენ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას.

"ასეთი მუქარები, ზეწოლა და შანტაჟი კვირეების განმავლობაში პარლამენტის რამდენიმე წევრზე მიმდინარეობს და ის, რაც ამ დღეებში უმრავლესობის მხრიდან მოვისმეთ, ხილული გამოხატულებაა ამ ზეწოლისა და შანტაჟის, როდესაც პირდაპირ ხდებოდა მოწოდება ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, ინდივიდუალურად დაეფიქსირებინათ პოზიცია. ამიტომ ჩვენ გაქვს ყველა საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ვერულაშვილის მეირ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილება გახლავთ შედეგი სწორედ იმ მოწოდებისა, სადაც იყო პირდაპირი მუქარის ტონით გაკეთებული განცხადება", - აღნიშნა მან.

მარიკა ვერულაშვილიმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. შესაბამისი განცხადებით, მან დღეს პარლამენტის ბიუროს მიმართა. ვერულაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ფრაქცია "რეგიონებს" ტოვებს. "გავდივარ "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების" რიგებიდან", - ნათქვამია ვერულაშვილის მიმართვაში, რომელიც 4 თებერვლით თარიღდება.

ვერულაშვილი მიმართვაში ფრაქციიდან გასვლის მიზეზს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას.

საპარლამენტო უმცირესობის რიგები 21 ოქტომბრიდან, ანუ საშემოდგომო სესიის გახსნიდან დღემდე 9 დეპუტატმა დატოვა.