სასჯელაღსრულების სამინისტროში ფსიქოტროპულ პრეპარატებზე დამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე იმსჯელეს

სასჯელაღსრულების სამინისტროში ფსიქოტროპულ პრეპარატებზე დამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე იმსჯელეს

სასჯელაღსრულების სამინისტროში ფსიქოტროპულ პრეპარატებზე დამოკიდებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე იმსჯელეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დღეს სამედიცინო დეპარტამენტისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში ფსიქოტროპულ პრეპარატებზე დამოკიდებულ მსჯავრდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის საკითხი, ფსიქოტროპული პრეპარატების მოხმარების შემცირების შესაძლებლობა და პროცესის მართვა განიხილეს.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ ნარკოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ფარმაკოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და ალგოლოგებთან ერთად შემუშავდა პროტოკოლი, რომლის საშუალებითაც მოხდება ფსიქოტროპული დამოკიდებულების შემცირება და დაძლევა.

პროტოკოლის განხორციელებას უზრუნველყოფენ შესაბამისი პროფილისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების მკურნალობა მსჯავრდებულებს ნებაყოფლობით ჩაუტარდებათ. სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი პრობლემის მოსაგვარებლად სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობისთვის მზადაა.