მარიკა ვერულაშვილმა უმცირესობა დატოვა

მარიკა ვერულაშვილმა უმცირესობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მარიკა ვერულაშვილი საპარლამენტო უმცირესობას ტოვებს.

ამის შესახებ განცხადებით, ვერულაშვილმა ბიუროს სხდომას დღეს მიმართა.

ვერულაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ფრაქცია „რეგიონებს“ ტოვებს.

„გავდივარ „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ რიგებიდან“, - ნათქვამია ვერულაშვილის მიმართვაში, რომელიც 4 თებერვლის რიცხვით თარიღდება.

ვერულაშვილი მიმართვაში გასვლის მიზეზს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის რიგები 21 ოქტომბრიდან, ანუ საშემოდგომო სესიის გახსნიდან, დღემდე 9 დეპუტატმა დატოვა.