გიორგი თარგამაძე ზაზა გაბუნიასა და ჯაბა სამუშიასთვის პარტიის წევრობის შეწყვეტას ადასტურებს

გიორგი თარგამაძე ზაზა გაბუნიასა და ჯაბა სამუშიასთვის პარტიის წევრობის შეწყვეტას ადასტურებს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე ზაზა გაბუნიასა და ჯაბა სამუშიასთვის პარტიის წევრობის შეწყვეტას ადასტურებს.

მისი თქმით, "ეს გადაწყვეტილება ბოლო ორი თვის განმავლობაში არაერთხელ განიხილეს და რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული".

"პარტიაში შიდა რეფორმისა და რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც ასევე, ბოლო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საკადრო გადაწყვეტილებებსაც გულისხმობს. ეს პროცესი კი პარტიაში, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, ახალი წევრების მოზიდვას და იმ აქტივისტების დაწინაურებას ითვალისწინებს, ვინც განსაკუთრებული მონდომება და თავდადება გამოიჩინეს. რაც შეეხებათ გაბუნიას და სამუშიას, დრო გვიჩვენებს, რამდენად შეძლებენ ისინი საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად რეალიზებას სხვა პოლიტიკურ პარტიაში", - აცხადებს გიორგი თარგამაძე.