ზაზა გაბუნია:

ზაზა გაბუნია: "ქდმ-ის დატოვება ჯერ კიდევ არჩევნებამდე მქონდა გადაწყვეტილი"

თბილისის საკრებულოს წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მას ქდმ-ის დატოვება ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი.

"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" დატოვება ჯერ კიდევ არჩევნებამდე მქონდა განზრახული, თუმცა ეს არ გავაკეთე, რომ არჩევნების წინ პარტიის და მისი წევრების ინტერესები არ დამეზარალებინა", - აცხადებს გაბუნია, რომელიც მის ყოფილ კოლეგებს ერთად გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის.

"აღნიშნულ გადაწყვეტილებას კი ვიღებ იმისთვის, რომ გიგი უგულავას და მისი მმართველობის დროს დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომების წინააღმდეგ ჩემს მიერ დაწყებული პრინციპული პოლიტიკური ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო", - განაცხადა გაბუნიამ.