მთავარი პროკურატურა გიორგი თარგამაძის დაკითხვას აპირებს

მთავარი პროკურატურა გიორგი თარგამაძის დაკითხვას აპირებს

მთავარი პროკურატურა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის დაკითხვას აპირებს.

როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, პროკურატურაში 26 მაისის, 7 ნოემბრის და ასევე აჭარაში 8 ნოემბერს მომხდარ ამბებთან და მოვლენებთან დაკავშირებით ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს.

"ნოემბრისა და 26 მაისის თემა, ეს ისეთი საკითხია, რომელიც ბევრი ადამიანის ჩართულობას გულისხმობს. გამოძიების კუთხით შეიძლება, ითქვას, რომ 26 მაისის მოვლენების გამოძიება უფრო დაწინაურებულია, იქ უფრო მეტი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, თუმცა ნოემბრის ამბების გამოძიებაც გრძელდება, ლოგიკურია და რასაკვირველია დაიკითხება გიორგი თარგამაძეც, რადგან ის აცხადებს, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს", - განაცხადა კბილაშვილმა.