თინა ბურჯალიანის მეუღლე ნიკა ძიმცეიშვილი პასუხისგებაშია მიცემული

თინა ბურჯალიანის მეუღლე ნიკა ძიმცეიშვილი პასუხისგებაშია მიცემული

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის მეუღლის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილის ნიკა ძიმცეიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაა დაწყებული და იგი პასუხისგებაშია მიცემული.

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება თავად თინა ბურჯალიანს, მის წინააღმდეგ არანაირი დევნა არ მიმდინარეობს.

ამასთან, კბილაშვილი გამოეხმაურა დეპუტატ მარიკა ვერულაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ არც ვერულაშვილთან და არც მის ნათესავთან დაკავშირებით არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს.