არჩილ კბილაშვილი - თუ ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები დადასტურდება, მისი ქონების გასხვისება ან არ უნდა მოხდეს, ან კომპენსაცია უნდა გაიცეს

არჩილ კბილაშვილი - თუ ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები დადასტურდება, მისი ქონების გასხვისება ან არ უნდა მოხდეს, ან კომპენსაცია უნდა გაიცეს

თუკი პირისთვის ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები დადასტურდება, მისი ქონების გასხვისება ან არ უნდა მოხდეს, ან მას კომპენსაცია უნდა მიეცეს , - ასე ეხმაურება მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი იმ ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ ავტომანქანებს შორის 30-მდე კერძო პირმა კუთვნილი ქონება აღმოაჩინა.
მისივე განმარტებით, ლოგიკურად, აღნიშნულმა პირებმა შსს-ს უნდა მიმართონ და უწყება საქმის კურსში ჩააყენოს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთ რამეს – თუ ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევა დადასტურდება, ის არ უნდა იყოს გასხვისებული, მაგრამ, თუკი ასეთი რამ მაინც მოხდება, რადგან გამოძიებას შესაძლოა დააგვიანდეს, მაშინ პირს უფლება ექნება სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვოს კომპენსაცია. ესაა ოქროს წესი და ამ წესს ვერ შევცვლით", - აღნიშნა კბილაშვილმა.