ბიძინა ივანიშვილი: „თუ რამე კიდევ გაქვთ, თქვენ მიეცით“

ბიძინა ივანიშვილი: „თუ რამე კიდევ გაქვთ, თქვენ მიეცით“

ბიძინა ივანიშვილი "ივერონის" შეკითხვას პასუხობს. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე სააგენტოს ჟურნალისტის შეკითხვაზე - რის ფასად ვაბალანსებთ ურთიერთობას რუსეთთან და რის ფასად ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, ბიძინა ივანიშვილმა ორაზროვანი პასუხი გასცა. 

"ვაჭრობა ორმხრივია, სარგებელი ორივე მხრიდან უნდა იყოს... სარგებელი, რასაც რუსეთი მიიღებს, მემგონი ის იქნება, რომ ის ტერიტორიები, რუსეთს ძალიანაც არ აწყობს. კავკასია ძალიან რთული რეგიონია. რუსეთს ძალიან დიდი ნაწილი აქვს ჩრდილოეთ კავკასიის და ის მიიღებს იმას, რომ დააბალანსებს საკუთარ უსაფრთხოებას. თუ რამე კიდევ გაქვთ, თქვენ მიეცით, მე მეტს ვერაფერს გეტყვთ", - უპასუხა პრემიერ-მინისტრმა "ივერონის" მიერ დასმულ შეკითხვას, რასაც დარბაზში შეკრებილი ჟურნალისტების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.