არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს რაიმე დანაშაულში კალმახელიძის მონაწილეობის ფაქტების არსებობას

არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს რაიმე დანაშაულში კალმახელიძის მონაწილეობის ფაქტების არსებობას

არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით მთავარ პროკურატურაში სულ 17 457 განცხადებაა შესული. 

როგორც კბილაშვილმა შესაბამის კითხვაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით არც ერთ საქმესთან მიმართებაში სასჯელაღსურულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის.

"შესაბამისად, ყოფილი მინისტრის მიმართ დევნა დაწყებული არაა. არ გამოვრიცხავ მის მიერ რაიმე დანაშაულში მონაწილეობის ფაქტების არსებობას, მაგრამ ჯერჯერობით ჩემთვის ეს ცნობილი არაა", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, პირადად ის არ ფლობს ინფორმაციას ადამიანის წამების კონრეტულ ფაქტებში შინაგან საქმეთა ასევე ყოფილი მინისტრის გიორგი ბარამიძის მონაწილეობის შესახებაც.
ამასთან კბილაშვილმა კომენტარი გააკეთა მარიკა ვერულაშვილის თაობაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ ვერულაშვილის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს.