სერგო რატიანი - საქართველოსთვის ერთადერთი პრიორიტეტი რუსეთი ხდება

სერგო რატიანი - საქართველოსთვის ერთადერთი პრიორიტეტი რუსეთი ხდება

საქართველოსთვის ერთადერთი პრიორიტეტი რუსეთი ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. 

მისი თქმით, როდესაც პრემიერი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს, ერთადერთი პრიორიტეტი არის რუსეთი.

"სხვა ქვეყანაზე და პრიორიტეტებზე პრემიერს საერთოდ არ უსაუბრია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.
პრემიერმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.