ბიძინა ივანიშვილი- მე მგონი სწორია, რომ ჩვენ ვცნობთ პრეზიდენტს

ბიძინა ივანიშვილი- მე მგონი სწორია, რომ ჩვენ ვცნობთ პრეზიდენტს

მე მგონი სწორია, რომ ჩვენ ვცნობთ პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მანიპულაციები იყო ჩვენს კონსტიტუციაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, "უცხოელებთან და შინაურებთან" ბევრი პოლემიკა ჰქონდა პრეზიდენტის ვადის საკითხთან დაკავშირებით.

"ეს საკითხი ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ თუ დავსვით, ამას ვერ გაიგებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული და რაღაცეებს ანგარიში უნდა გავუწიოთ და ისე მოვიქცეთ, რომ გასაგები იყოს გარეთაც. თანაც ეს პროცესებს არ აფუჭებს. რაც მეტი დარჩება, კიდევ უფრო კარგად გაიგებენ გარეთ. ჩვენ რომ ამაზე გვებრძოლა, გარწმუნებთ სხვანაირ სიტუაციას მივიღებდით. გარეთ და შიგნითაც ეს გარკვეულ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. განცხადებები, რომ ის დემოკრატი იყო და გარეთ ამას ყიდდა ასე, ამას ყველას გავაგებინებთ, გავაცნობთ. ჩვენ მოთმინებებსაც ვაჩვენებთ",-განაცხადა ივანიშვილმა და მოსახლეობასაც მოთმინებისკენ მოუწოდა.