ბიძინა ივანიშვილი - იმედგაცრუებაზე საუბრობს არა საზოგადოება, არამედ მერაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი - იმედგაცრუებაზე საუბრობს არა საზოგადოება, არამედ მერაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლებაში მოსვლის სამი თვის თავზე გუნდს სერიოზული გადაცდომები არ ჰქონია. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილი მცირე გადაცდომებს ჰქონდა , რაც, მისივე აზრით, ნორმალური და გამოსწორებადია. 

ამის თაობაზე ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა, რომლის კითხვაც იმის შესახებ, რომ კოალიციის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში იმედგაცრუება გაჩნდა, "არაკორექტულად" შეაფასა. ივანიშვილის თქმით, იმედგაცრუებაზე საუბრობს არა საზოგადოება, არამედ მერაბიშვილი.

ყველამ რომ შედეგი მიიღოს, ამას სჭირდება დრო, ინვესტიციები, ეკონომიკური აღზევება. ეს ვერც სამ თვეში და ვერც პირველ წელიწადს მოხერხდება, ვერ დასრულდება მეორე წელიწადს. შედეგები და აღმავლობის პროცესი საგრძნობი იქნება მეოთხე წელიწადს", - აცხადებს ივანიშვილი.