იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გადაიდო

იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გადაიდო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო. ამის მიზეზად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ის დაასახელა, რომ ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თავი აარიდეს როგორც პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას, საორგანიზაციო კომისიის მუშაობას. მისივე თქმით, ასევე უმრავლესობა მიმართავს "ნაციონალურ მოძრაობას" წინადადებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილონ საპარლამენტო დებატების დორმატში.

"უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს წინადადებით, რომ ეს საკითხი გადავიტანოთ საპარლამენტო დებატების ფორმატში, ვინაიდან საჯარო განხილვებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც გადავწყციტეთ ამ თემაზე მსჯელობამ საპარლამენტო ფორმატში გავაგრძელოთ და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა შეაფასოს მტყუანი და მართალი", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს განიხილავენ. თავად საკონსტიტუციო პროექტი კი კომიტეტზე პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო.

ამასთან, ხმალაძემ არ დააკონკრეტა, როდის დაუბრუნდება კომიტეტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას.