დავით კირკიტაძე ითხოვს, რომ ვაუჩერები ქალაქების მაცხოვრებლებმაც მიიღონ

დავით კირკიტაძე ითხოვს, რომ ვაუჩერები ქალაქების მაცხოვრებლებმაც მიიღონ

ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ითხოვს, რომ სახელმწიფოსგან ვაუჩერი არა მხოლოდ სოფლის მოსახლეობამ, არამედ ქალაქების მაცხოვრებლებმაც მიიღონ. 

ამის შესახებ კირკიტაძემ დღეს რუსთავის მეგობრობის გამზირზე, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. გუბერნატორი მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც სოფლის მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგების პროცესს ეხება. კირკიტაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსგან ვაუჩერი არა მხოლოდ სოფლის მოსახლეობამ, არამედ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ცენტრებში მაცხოვრებლებმაც უნდა მიიღონ.

გუბერნატორმა აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დავით კირკიტაძის განცხადებას მეგობრობის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ტაშით შეხვდნენ.
როგორც კირკიტაძემ განაცხადა, როდესაც ისინი საუბრობდნენ 1000-ლარიან ვაუჩერებზე, ნამდვილად არ ყოფდნენ ერთმანეთისგან ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას. გუბერნატორი იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას.

გუბერნატორი მიიჩნევს, რომ დღეს დახმარება ქალაქის მოსახლეობას უფრო მეტად სჭირდება და ვაუჩერებს მიღების შემთხვევაში, მოქალაქეები მათ კომუნალური გადასახადების დასაფარად, აბანკო კრედიტების გასასტუმრებლად, ან შველების სწავლის საფასურის გადასახდელად გამოიყენებს.