მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "საქართველოს მომავლის კვალდაკვალ" ფარგლებში, მონაწილეები საქართველოს საშინაო და რეგიონალური გამოწვევების საფრთხეებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მსჯელობენ.

კონფერენციას, რომელიც ქალაქ ელმაუში იმართება, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის, ესტონეთის პრეზიდენტი, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, კარლ ბილდტი და რადოსლავ სიკორსკი. საერთაშორისო ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ელმაუში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქალაქის მერი და საპალამენტო უმცირესობის წევრები იმყოფებიან.

ცნობისთვის, კონფერენცია უკვე მეხუთედ იმართება.