პირობით მსჯავრდებულთა მიმართ ამნისტიაზე სასამართლოების გადაწყვეტილებები გრძელდება

პირობით მსჯავრდებულთა მიმართ ამნისტიაზე სასამართლოების გადაწყვეტილებები გრძელდება

საქართველოს სასჯელაღსურლების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, პირობით მსჯავრდებულთა მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე, სასამართლოებიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი აქტიურად გრძელდება. 

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, დღეისთვის პრობაციის ბიუროებში მიღებულია 269 სასამართლო განჩინება, რომლის საფუძველზე 83 პირობით მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობითი მსჯავრისგან, ხოლო 186 მსჯავრდებულს შეუმცირდა გამოსაცდელი ვადა.

ამ ეტაპზე ამნისტირებულთა შორის 263 - მამაკაცი, 6 - ქალი და ერთი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულია.

პრობაციის ბიუროები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად განხორციელდეს ამნისტირებულ პრობაციონერებისათვის სასამართლო გადაწყვეტილებების ჩაბარების პროცესი.