სასჯელაღსრულების სამინისტრომ ამნისტირებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ამნისტირებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ 4 თებერვლის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის" შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან 151 ბრალდებული/მსჯავრდებული გათავისუფლდა.

2013 წლის 4 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 5869 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 232-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება- 2, №3 დაწესებულება-3, №5 დაწესებულება-227) და 15-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება-1, №8 დაწესებულება-1, №11 დაწესებულება- 6, №17 დაწესებულება- 6, №18 დაწესებულება-1ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.