ამერიკული კომპანია „ალტერა“ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

ამერიკული კომპანია „ალტერა“ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

ამერიკული, მიკროელექტრონიკის სეგმენტში მომუშავე კომპანია „ალტერა" საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე ამერიკულ კომპანია „ალტერას" წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი, საქართველოში შესაძლო ინვესტირებას შეეხო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი თავართქილაძემ კომპანია „ალტერას" წარმომადგენლები აჭარაში მიიწვია. შეხვედრა ბათუმში 6 თებერვალს გაიმართება

კომპანია „ალტერა"მიკროსქემების მოდულებისა და ინტეგრირებული პროგრამების შექმნაზე მუშაობს. კომპანია 1983 წელს დაარსდა, საწარმოში 3 ათასამდე ადამიანი ყავს დასაქმებული და მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.