ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება

ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.

დაკითხვაზე შესვლამდე ჩოჩელს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ცეზარ ჩოჩელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედება ბრალად.