ქართული ღვინო რუსეთში სულ მცირე 300 რუბლი ეღირება

ქართული ღვინო რუსეთში სულ მცირე 300 რუბლი ეღირება

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს დაუშვებენ, ერთი ბოთლი ქართული ღვინო რუსეთიში სულ მცირე 300 რუბლი ეღირება. 

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოსთან შეხვედრის შემდეგ ქართული დლეგაციის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

"ქართული ღვინო არ იქნება იაფი. ერთი ბოთლის ფასი 300 რუსული რუბლიდან იქნება",-განაცხადა დავითაშვილმა.

7-კაციანი ქართული დელეგაცია დღეს, ქართული ღვინის და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშენკოს შეხვდა.
ქართული სასმელები რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოდან შევა.