"თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი საგამოძიებო სამსახურში მივიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი თორნიკე შიოლაშვილი მივიდა. 

შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელს აღნიშნულ სამსახურში მისვლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

სავარაუდოდ, თორნიკე შიოლაშვილის საგამოძიებო სამსახურში მისვლა "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

ამასთან, სამსახურში დაკითხვაზე ამ დრომდე რჩება თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი, რომელიც ასევე "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე იკითხება.
საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. ამასთან, საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და აცხადებს, რომ ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემა უახლოეს დღეებში გადაწყდება.