ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს თებერვლის ბოლოს შეხვდება

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს თებერვლის ბოლოს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს თებერვლის ბოლოს შეხვდება , - ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა. 

თუმცა, როგორც ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუმარტა, ამ ეტაპზე შეხვედრის ადგილი დაზუსტებული არ არის.

რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის სავჭორ ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს.
"ჩვენ უკვე მოვნიშნეთ განსახილველი თემები, რომლებზეც ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ. შეხვედრა პირისპირ გაიმართება, თუმცა ეს იქნება შვეიცარიაში, თუ სადმე სხავაგან, ჯერ დაზუსტებული არ არის", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულურების საკითხებში რუსეთის პერზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, გრიგორი კარასინს პირველად დეკემბერში შეხვდა. შეხვედრა ჟენევაში შედგა.