თინა ხიდაშელი - გამოძიება აგვიანებს საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას

თინა ხიდაშელი - გამოძიება აგვიანებს საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას

ციხის კადრებთან დაკავშირებით გამოძიება აგვიანებს საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მეტი ინფორმაცია უნდა იყოს მოწოდებული ამ საქმესთან დაკავშირებით.

"ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ყველაზე მაღალი ხარისხის პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა. ვფიქრობ, რომ იყო შესაძლებელი, მეტი სიახლე ჰქონოდა საზოგადოებას. რთული საქმეა, გრძელვადიანი პროცესია, დასაკითხია უამრავი ადამიანი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამოძიება აგვიანებს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა ვიცი, რომ ინტენსიურად მიდის გამოძიება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.