ქართული დელეგაცია მოსკოვში ხვალ გაემგზავრება

ქართული დელეგაცია მოსკოვში ხვალ გაემგზავრება

საქართველოდან მოსკოვში ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიზნით, 7-კაციანი დელეგაცია ხვალ დილით გაემგზავრება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით გრიგოლია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია, ასოციაცია "ქართული ღვინის" აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი, "ქართული ღვინის" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, ასევე "ხილისა და ბოსტნეულის კომპანიის" დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი შედიან.

საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.