მთავარმა პროკურატურამ გიორგი ღვინიაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

მთავარმა პროკურატურამ გიორგი ღვინიაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი დაკითხვაზე დაიბარა. 

"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით (მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით) მოწმის სახით ჩვენების მისაცემად მოიწვია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი. 

ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების (ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძის, აკაკი ბართაიას და გიორგი ქურდაძის) მიმართ პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით. 

საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხვები აქვს გიორგი ღვინიაშვილთან, როგორც ამ გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელთან. 

გიორგი ღვინიაშვილი დაბარებულია დაკითხვაზე 2013 წლის 2 თებერვალს, 14:00 საათზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.