ზაქარია ქუცნაშვილი - უგულავას პასუხისმგებლობის არიდება გაუჭირდება

ზაქარია ქუცნაშვილი - უგულავას პასუხისმგებლობის არიდება გაუჭირდება

გიგი უგულავას პოლიტიკური დემაგოგიით პასუხისმგებლობის არიდება გაუჭირდება, - ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა იუსტიციის სახლში პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავა და მისი უწყება ძალიან სერიოზულ დანაშაულშია ბრალდებული, რაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას გულისხმობს და უგულავამ ყველა შეკითხვას აღნიშნულ თემაზე პასუხი უნდა გასცეს.

"ეს არის ძალიან მასშტაბური და სკანდალური ბრალდება. საუბარია სახელმწიფო სახსრების ფლანგვაზე და გიგი უგულავას პოლიტიკური დემაგოგიით პასუხისმგებლობის არიდება გაუჭირდება", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მერიაში "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს.