ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წევრები დააკავეს

ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წევრები დააკავეს

სამართალდამცელებმა ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წევრები დააკავეს:

"დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის  წევრები - 1989 წელს დაბადებული,  წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დავით უ,  1995 წელს დაბადებული ბექა ა. და 1990 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გიორგი მ. დააკავეს. აღნიშნულმა პირებმა 24 იანვარს თბილისში, სვანეთის უბანში ყოფილი სასულიერო სემინარიის ტერიტორიაზე  ტაქსის მძღოლს დანის მუქარით მობილური ტელეფონი და ფული გასტაცეს. სამართალდამცველებმა ისინი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ყაჩაღური დაჯგუფების წევრებმა 13 და 22 იანვარს  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კიდევ ორი ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) მუხლის II და III ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილება იძიებს.