იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დღეს აშშ-ში გაემგზავრება

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დღეს აშშ-ში გაემგზავრება

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით დღეს ამარიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

ბარამიძის ცნობით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ასევე პროკურატურის წარმომადგენლები შედიან, ლოს-ანჯელესში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკას გაეცნობა.

„საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკა საქართველოში 2004 წლიდან მოქმედებს. ეს კარგი ინსტიტუტია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებისთვის, თუმცა საქართველოში მან მახინჯი ხასიათი შეიძინა და იწვევდა კრიტიკას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შესაძლოა კანონმდებლობაში ამ მხრივ ხარვეზები იყოს. სწორედ ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დაესწრება სასამართლოს პროცესს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, რათა ამ მხრივ კანონმდებლობის სრულყოფა მოხერხდეს და ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებითაც კითხვები აღარ იყოს.

დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს მიემგზავრება, ვიზიტი ერთ კვირას გაგრძელდება.