ათონელის ქუჩაზე 18 წლის გოგო მოკლეს

ათონელის ქუჩაზე 18 წლის გოგო მოკლეს

თბილისში, ათონელის ქ.#31-ში წუხელ მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია 18 წლის მარიამ არუთინოვა. მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობა დაახლოებით 21.00 საათზე სადარბაზოში მოხდა.

ასევე მეზობლების ვერსიით, გოგონა ახალგაზრდა მამაკაცმა მოკლა, რომელმაც შემდეგ თავადაც სცადა თვითმკვლელობა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, დაინახეს, რომ გოგონა გუშინ სახლში დაახლოებით, 17.00 საათზე შევიდა და იმის შემდეგ აღარ შეუნიშნავს.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ათონელის ქ.#31-ში დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მარიამი მოდელი იყო და ერთ-ერთ ანსამბლშიც ცეკვავდა.