ირაკლი ალასანია -

ირაკლი ალასანია - "ქართული ოცნების" დაშლასთან დაკავშირებით არავითარი საშიშროება არ არსებობს

კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლასთან დაკავშირებით არავითარი საშიშროება არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა .

"მინდა გამოვეხმაურო მთავრობისა და კოალიციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და ამასთან დაკავშირებით გითხრათ, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ნორმალურად. ჩვენ ყველა საკითხზე გულწრფელად ვლაპარაკობთ როგორც კოალიციაში შემავალ პარტიებში, ისე მთავრობაში, მთავრობის წარმომადგენლები", - აღნიშნა ალასანიამ და აქვე დასძინა, რომ კოალიცია აგრძელებს იმ გეგმების განხორციელებას, რაც დასახული აქვს.

რაც შეეხვბა უშუალოდ შეხვედრას, ალასანიას შეფასებით, ივანიშვილთან აბსოლუტურად ჩვეულებრივი ტიპის სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ბრიტანეთში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით პრემიერს ანგარიში ჩააბარა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა.