ბიძინა ივანიშვილი -

ბიძინა ივანიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ის ძალას აღარ წარმოადგენს

"ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მალე დარწმუნდება, რომ ის ძალას აღარ წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და "ეროვნული ფორუმის" გაერთიანება აღარ იგეგმება. პრემიერის ცნობით, ამაზე უარი თავად "ეროვნულმა ფორუმმა" თქვა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ კოალიცია ერთ პარტიად ჩამოყალიბდეს და შემდგომ არჩევნებში ერთ პარტიად მიიღოს მონაწილეობა.

"ჩვენ აღარ უნდა მივიღოთ ერთპარტიული მმართველობა, როგორც ადრე იყო. ის ძალები, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ, უნდა იყვნენ დამოუკიდებლად. რაც შეეხება ფორუმს, ფორუმმა და მათმა ლიდერმა კახა შარტავამ თავის დროზე თავად გამოთქვეს გაერთიანების სურვილი, თუმცა, შემდეგ ამაზე დაფიქრება ითხოვეს და, საბოლოოდ აირჩიეს, რომ ერჩივნათ ცალკე ყოფნა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.