სახელმწიფო დაცვის რეორგანიზაციაზე დღეს, მთავრობის კანცელარიაში იმსჯელებენ

სახელმწიფო დაცვის რეორგანიზაციაზე დღეს, მთავრობის კანცელარიაში იმსჯელებენ

სახელმწიფო დაცვის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, დღეს, 18:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში იმსჯელებენ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ძალაში უკვე შევიდ,ა რომლის მიხედვითაც,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური(სდსს) პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის კომპეტენციაში გადავიდა, მის ხელმძღვანელს კი, პრეზიდენტის ნაცვლად, თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

დეპუტატ ირინა იმერლიშვილის ავტორობით მომზადებული ინიციატივა  ინიცირებისთანავე დებატების თემად იქცა და უმრავლესობა და უმცირესობას შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, კანონპროექტს ახალი თავი დაემატა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისგან დამოუკიდებლად, პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდება, ის უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფს.

ამასთან, ათი დღის ვადაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნი, მთავრობას სპეციალური კომისია უნდა შეექმნა, რომელიც მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

როგორც for.ge-ს ირინე იმერლიშვილმა განუცხადა, დღეს, 18:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში შეიკრიბებიან და ამ საკითხზე იმსჯელებენ.