აბაშიძე: უმჯობესი იქნებოდა, საჯარო განცხადებამდე საგანელიძეს საუბარი ჩვენთან ჰქონოდა

აბაშიძე: უმჯობესი იქნებოდა, საჯარო განცხადებამდე საგანელიძეს საუბარი ჩვენთან ჰქონოდა

უმჯობესი იქნებოდა, საჯარო განცხადებამდე უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს საუბარი „თავისუფალ-დემოკრატებთან“ ჰქონოდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „თავისუფალი-დემოკრატები“ პარტიის რეგიონული წევრების ქმედებებს შეისწავლიან და თუ ყველაფერი ისეა, როგორც დავით საგანელიძე ამბობს, ყველა პირი პასუხს მიიღებს.

„ჩვენი პარტიის წარმომადგენელების სხვადასხვა პროცესში რაღაცა ფორმით მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, ჩემთვის ცნობილი არ არის. ამას საჯაროდ, დათოს მხრიდან ვიგებ. ამ თემაზე, მასთან საუბარი პირადად არ მქონია. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, პრევენციის თვალსაზრისით, რომ ჯერ კომუნიკაცია შემდგარიყო, მაგრამ დავითმა საჭიროდ ასე ჩათვალა და ამიტომაც, საჯაროდ გავიგეთ მისგან. დათოს დიდი ხანია ვიცნობ და არ მგონია, რომ კომუნიკაციის რაიმე პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ, ვინმესთან იყო კიდეც საუბარი, ამას გავარკევ“, - აცხადებს აბაშიძე.