ჯაჭვლიანი: გიგი უგულავა ნაძირალაა

ჯაჭვლიანი: გიგი უგულავა ნაძირალაა

თბილისის მერი გიგი უგულავა ნაძირალაა, რომელიც სისულელეებს ლაპარაკობს.

ამის  შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომ მოუგვარებელი პრობლემები სხვებს გადააბრალონ. გამჭვირვალეობასა და პატიოსნებაზე რომ საუბრობენ, ეს ის გიგი უგულავა არ არის - ქალაქის ბიუჯეტზე, 240 მილიონი დაშიფრული, რომ ჰქონდა და ვერავის გავუმხელთო?  როდესაც, ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ, მათ დამიძახეს და იმდენი გავაკეთე, რომ მძღოლებმა მუშაობა დაიწყეს. მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, იქ მისვლა არ მქონია ფიქრად, მაგრამ თვითონ მძღოლებმა მოითხოვეს, რომ მოვიდეს სოსო ჯაჭვლიანიო. მივედი და მთელი ღამე ვილაპარაკეთ აკაკი ჯოხაძესთან და სხვა პირებთან ერთად. მე ვიყავი იქ, რადგან მედიატორობა მინდოდა, რომ კონსესუსამდე მისულიყვნენ“, - დასძინა ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები „პოლიტიკური თამაშის“ მძევლები არიან.