პრემიერ-მინისტრი ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საოპერო მომღერლისა და პედაგოგის, ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელ  Facebook-ში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო არტისტის, პედაგოგის, მეცნიერის, ნოდარ ანდღულაძის ცხოვრება და შემოქმედება ნათელ მაგალითად დარჩება მომავალ თაობებს. ნოდარ ანდღულაძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, იყო ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში გამოკვლევების ავტორი, იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლისა და პედაგოგის ნოდარ ანდღულაძის ოჯახს, მის კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში.