უგულავა: სოსო ჯაჭვლიანი არჩევნებიდან 1 კვირის თავზე არკვევდა, სატრანსპორტო ხაზები ვისთვის და როგორ გამოერთმია

უგულავა: სოსო ჯაჭვლიანი არჩევნებიდან 1 კვირის თავზე არკვევდა, სატრანსპორტო ხაზები ვისთვის და როგორ გამოერთმია

თბილისის მერის გიგი უგულავას ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" სოსო ჯაჭვლიანი არჩევნებიდან 1 კვირის თავზე არკვევდა, სატრანსპორტო ხაზები ვისთვის და როგორ უნდა გამოართმია.

ამის შესახებ უგულავამ გუშინ, "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"დღეს მოვიდნენ მერიაში უმრავლესობის წარმომადგენლები. ჯაჭვლიანი იყო მოსული და ჩემს მოადგილეს შეხვდა. კი ბატონო, დიალოგი შეიძლება, გვქონდეს, მაგრამ იგივე ჯაჭვლიანია, ერთი კვირა არ იყო არჩევნებიდან გასული, გლდანის გამგეობაში იყო მისული და არკვევდა, მარშუტკის და ავტობუსის ხაზები თუ ვის როგორ უნდა გამოართვას და როგორ უნდა გაანაწილოს. ჩვენი ამოცანაა, არ ჩავვარდეთ იმ სატრანსპორტო ქაოსში, რაც წლების განმავლობაში არსებობდა - ვისი რა იყო, რა სატრანსპორტო საშუალებებით ემსახურებოდნენ თბილისელებს რომ გაურკვეველი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, გათეთრდეს ეს ბიზნესი და მეორეს მხრივ, არცერთი მძღოლი არ დაიჩაგროს", - განაცხადა უგულავამ.