ბარამიძე: ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება  რეგიონულ მოწყობაზე უარს არ იტყვის

ბარამიძე: ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება რეგიონულ მოწყობაზე უარს არ იტყვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ბარამიძის შეფასებით,  საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში იმიტომ გადავიდა, რომ თბილისი თავკომბალად არ გადაქცეულიყო.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარამიძემ განაცხადა, პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს, რათა ქვეყანა ჰარმონიულად და თანაბარზომიერად განვითარდეს და შეიქმნას ერთნაირი პერსპექტივა როგორც ქუთაისის, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

მისი თქმით, სწორედ ის იყო ძირითადი მოტივი, რომ ქვეყანაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქალაქი, სადაც თავმოყრილია ეკონომიკური პოტენციალის 70 პროცენტი  და მოსახლოების 1/3.

„ეს ტენდენცია დღესაც იზრდება, რაც არასწორია. ამიტომ,  ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო  გადავიტანეთ და ქუთაისში კონტროლის პალატა. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ხელისუფლება საქართველოს რეგიონულ მოწყობაზე უარს არ იტყვის, რომელიც დეცენტრალიზაციის პრინციპებს ეფუძნებოდა“, - აცხადებს ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ თითქმის ყველგან პარლამენტი იგივე ქალაქშია, სადაც აღმასრულებელი ორგანო, მნიშვნელოვანი გამონაკლისია სამხრეთ აფრიკის შემთხვევა.