ირაკლი ალასანია დევიდ ლიდინგტონს შეხვდა

ირაკლი ალასანია დევიდ ლიდინგტონს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ნატო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დევიდ ლიდინგტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას და ამ კუთხით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოს ახალმა მთავრობამ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ, კონკრეტულად, ორმხრივ ურთიერთობაზე, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს სრულდება.