მერია მძღოლებსა და

მერია მძღოლებსა და "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერია მძღოლებსა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. როგორც ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, აკაკი ჯოხაძემ გუშინ, საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერია მხარეებს შორის მედიატორის ფუნქციის შესრულებას განაგრძობს და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მოლაპარაკებები დღესვე განახლდეს.

აკაკი ჯოხაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა თბილისის მცხოვრებლებს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის, მთავარი მიზანი არსებული დავის განხილვის კაბინეტურ რეჟიმში გადაყვანა და გაფიცვის შეწყვეტაა. მისივე განმარტებით, მერია კერძო კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევა, თუმცა, მოლაპარაკებების გზით ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა კრიზისი დროულად აღმოიფხვრას.