დედამ ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

დედამ ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დედამ ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სამართალდამცველებმა საპირფარეშოში ჩაგდებული ჩვილის ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც 32 წლის ქალბატონი ძლიერი სისხლდენით წნორის კლინიკაში გადაიყვანეს.

სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ მედიკოსებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოდ შეაფასეს და პოლიციას დაუკავშირდნენ. გაირკვა, რომ ნაყოფი საპირფარეშოში იყო ჩაგდებული. სავარაუდოდ, ქალბატონი 7 თვის ორსული იყო და ფეხმძიმობის ფაქტს მალავდა. მათ შორის, ინფორმაცია არ ჰქონდათ არც ოჯახის წევრებს. მათი თქმით, ამის შესახებ პოლიციისგან შეიტყვეს.
ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ის მკურნალობის კურსს გადის. მას ორი შვილი ჰყავს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლით აღიძრა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დედას 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.