მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის  ახალ ეტაპზე გადადის

მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის

„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის  ახალ ეტაპზე გადადის.

ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა პარტიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ვებგვერდის საშუალებით, მოქალაქეებს პარტიის ოფისში მიუსვლელად შეუძლიათ - პარტიაში მიმდინარე პროცესებს გაეცნონ

„გვინდა, რომ  ჩვენ პარტიულ მუშაობაში ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ. ჩვენი პარტიის ყველა ღონისძიება, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის, თბილისის მერიის, რუსთავის, ქუთაისის და ყველა იმ საკრებულოში, რომელშიც უმრავლესობა ჩვენ გვაქვს,  გამჭვირვალე გახდება. დღევანდელი დღე ისტორიაში შევა - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ტექნოლოგიური განვითარებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.