თბილისის ოპერის თეატრის მმართველის ვინაობა ცნობილი 31 იანვარს გახდება

თბილისის ოპერის თეატრის მმართველის ვინაობა ცნობილი 31 იანვარს გახდება

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველის ვინაობა ცნობილი 31 იანვარს გახდება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველის თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სამინისტროში ცხრა განაცხადია შესული.

ოდიშარიას განცხადებით, მას დღეს არ შეუძლია დაასახელოს ოპერის მმართველის ვინაობა, ვინაიდან სამინისტროსთან შექმნილი საბჭო განიხილავს ყველა განაცხადს და არჩევანი საუკეთესოზე გაკეთდება.